„ლელოს“ დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელიც არ გამოაქვეყნეს, როგორც პარტიულ, ასევე კანდიდატების რეიტინგში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

„ლელოს“ დაკვეთით იაგო კაჭკაჭიშვილმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოამზადა, რომელიც დამალეს და არ აქვეყნებენ. იაგო კაჭკაჭიშვილი „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

„ქრონიკამ“ კვლევის შედეგები მოიპოვა. „ლელოს“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, როგორც პარტიულ, ასევე კანდიდატების რეიტინგში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

კითხვაზე, „ამ შაბათს რომ ტარდებოდეს მუნიციპალური არჩევნები, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, კახა კალაძეს აქვს 61.1%, ლელოსა და გახარიას საერთო კანდიდატს 25.3%, იაგო ხვიჩიას – 7.3%.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით ყველგან ლიდერობს, მისი რეიტინგი 60%-ს სცდება. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოკითხულია 1500 რესპონდენტი, ცდომილება +- 2.5 პროცენტია. კვლევა სექტემბერში ჩატარდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება. ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოს რიგით მეცხრე სხდომა სამშაბათს გაიმართება. განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება. მმართველ გუნდში განმარტავენ,...