წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამგორის რაიონში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა სამგორის რაიონში, მესამე მასივში არსებულ სტადიონზე, რომელშიც სამგორის რაიონის ოთხივე მაჟორიტარობის კანდიდატი მონაწილეობდა. კანდიდატების მხარდასაჭერად ხალხმრავალ შეხვედრაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ. როგორც შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული უამრავი შეხვედრის და ამ შეხვედრებზე მოსული ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, იგი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ზაქარია წიკლაურმა „ქართული ოცნების“ 13 წლის წინანდელი გამარჯვებაც გაიხსენა, მმართველ გუნდს და მის ყველა გულშემატკივარს ეს თარიღი მიულოცა და მომავალ არჩევნებში ყველა კანდიდატს წარმატებები უსურვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია...