დანიის პრემიერი: ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთულ და სახიფათო სიტუაციაშია

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთულ და სახიფათო სიტუაციაშია, რაც, მისი თქმით, ცივი ომის პერიოდსაც კი აღემატება.

„ვფიქრობ, ეს სერიოზულია. ვფიქრობ, ომი უკრაინაში ძალიან სერიოზულია. როდესაც დღევანდელ ევროპას ვუყურებ, მიმაჩნია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე რთულ და სახიფათო მდგომარეობაში ვართ“, – აღნიშნა ფრედერიკსენმა.

კითხვაზე დრონების გამოჩენის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ზოგადად, მათი ჩამოგდების მომხრეა, თუმცა დასძინა, რომ ეს „სწორი გზით უნდა გაკეთდეს“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია...