„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას და ამავე ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათთვის პრობლემურ თემებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქიზიყის ქუჩის ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ისე არის შეცვლილი. აქ სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო გზის საფარი, ხოლო ქუჩის გასწვრივ უსახური ავტოფარეხების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცეა მოწყობილი.

ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, რომ ეს ინფრასტრუქტურული პროექტები ქიზიყის ქუჩის მიმდებარე ქუჩებზეც უნდა განხორციელდეს, სადაც ზემოთჩამოთვლილი საკითხები ჯერ მოგვარებული არ არის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, გულწრფელად ვუსამძიმრებ...

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური...