“ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, სოფელ ტალავერის მოსახლეობას ახალგაზრდებთან ერთად, კარდაკარის პრინციპით შეხვდა.

მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ადგილობრივებთან პირდაპირი კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“ტალავერში, ახალგაზრდებთან ერთად კარდაკარის პრინციპით შევხვდით მოსახლეობას.

თითოეულ ოჯახთან გულწრფელი საუბარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ დიალოგებში ყველაზე კარგად ვგრძნობ ადამიანების ემოციას, სურვილებს და იმ იდეებს, რაც მათ უკეთეს მომავალთან აკავშირებს.

ახალგაზრდების გვერდით დგომა კი განსაკუთრებულ ენერგიას მატებს ჩვენს კამპანიას. მადლობა თითოეულს მხარდაჭერისთვის.” – აღნიშნა ზამურ ჭითანავამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, გულწრფელად ვუსამძიმრებ...

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური...