ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ძალიან გაგვიიოლა საქმე, იდეალური სურათი დალაგდა ჩვენთვის, ამიტომ ძალიან მარტივად ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

ჩვენი მიზანი – 64/64-ზე, პრაქტიკულად, უკვე გარანტირებულად არის შესრულებული, 64-ვე მუნიციპალიტეტში ვაპირებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს კვლევებიც ამის მორიგი დასტურია, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც GORBI-ის კვლევას შეეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ხელისუფლებას საქმე ძალიან გაუიოლა.

„ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ძალიან გაგვიიოლა საქმე, როგორც იმ ორმა პარტიამ, რომლებმაც არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ასევე იმ ორმაც, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში. იდეალური სურათი დალაგდა ჩვენთვის, ამიტომ ძალიან მარტივად ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ –...

„გამოფიტვითი ომითა და თანმდევი კრიზისებით დაღლილმა ისრაელის საზოგადოებამ, ფაქტობრივად, განაჩენი გამოუტანა ნეთანიაჰუს ეპოქას და მმართველ ბლოკს ელექტორალური საყრდენი გამოაცალა,“ - ასე შეაფასა „ხალხის...