ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელიც ევროპის საბჭოში გავრცელდა, თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციულია

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ევროპის საბჭოში წარდგენილ მოხსენებას არ იზიარებს და დოკუმენტს დეზინფორმაციულს უწოდებს „ხალხის ძალის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი. როგორც სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ანგარიში პირველ რიგში ეწინააღმდეგება თავად ევროკავშირის მიერ საქართველოზე გაკეთებულ არაერთ კვლევას, რომლის თანახმად ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპები დაცულია.

„ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელიც ევროპის საბჭოში გავრცელდა, თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციულია. მათ მიერ გავრცელებული არცერთი წინადადება არ შეიცავს სიმართლეს.

პირველ რიგში შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ის ბრალდებები,. რომელიც ამ განცხადებაშია გაჟღერებული, უპირველეს ყოვლისა, ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის მიერ მომზადებულ ანგარიშებს, სადაც გარკვევით წერია, რომ საქართველოში მაღალ დონეზეა დაცული სამოქალაქო, პოლიტიკური უფლებები და კანონის უზენაესობა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...