4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ჭოტორლიშვილი: დღეს უკვე ვეღარ ბედავენ ერეკლე მეორის ლანძღვას და სანაცვლოდ მის ძეგლს ლანძღავენ. ხმალი რატომ არ აქვსო, არადა აქვს და უსინდისოდ იტყუებიან, ვითომ ვერ ხედავენ, თეთრზე შავს ამბობენ

უსამშობლოები სულ რაღაც ერთი წლის წინ ბედავდნენ და ერეკლე მეორეს, საქართველოს ისტორიაში ერთერთ უდიდეს მეფეს და ყველაზე დიდ სარდალს ლანძღავდნენ.
დღეს უკვე ვეღარ ბედავენ ერეკლე მეორეს ლანძღვას და სანაცვლოდ მის ძეგლს ლანძღავენ. ხმალი რატომ არ აქვსო, არადა აქვს და უსინდისოდ იტყუებიან, ვითომ ვერ ხედავენ, თეთრზე შავს ამბობენ – წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, მომავალ წელს ძეგლის ლანძღვასაც ვეღარ გაბედავენ, ხმალსაც დაინახავენ.

„უსამშობლოები სულ რაღაც ერთი წლის წინ ბედავდნენ და ერეკლე მეორეს, საქართველოს ისტორიაში ერთერთ უდიდეს მეფეს და ყველაზე დიდ სარდალს ლანძღავდნენ.
დღეს უკვე ვეღარ ბედავენ ერეკლე მეორის ლანძღვას და სანაცვლოდ მის ძეგლს ლანძღავენ. ხმალი რატომ არ აქვსო, არადა აქვს და უსინდისოდ იტყუებიან, ვითომ ვერ ხედავენ, თეთრზე შავს ამბობენ.

თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, მომავალ წელს ძეგლის ლანძღვასაც ვეღარ გაბედავენ, ხმალსაც დაინახავენ.
ძეგლი თუ მოგწონსო მეკითხებიან. მე მომწონს ფაქტი, რომ საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთ უდიდეს გმირს ძეგლს უდგამენ და უსამშობლოები მის პიროვნებაზე ხმის ამოღებას ვეღარ ბედავენ. მხატვრული თვალსაზრისით მე ნამუშევარს ვერ შევაფასებ, არ ვარ არც მოქანდაკე, არც არქიტექტორი და არც ხელოვნებათმცოდნე. ჩემი სუბიექტური აზრით თელავის ძეგლი ჯობია მერაბ მერაბიშვილის მიერ შექმნილი 1971წელს.“ – ლევან ჭოტორლიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.