დიმიტრი მედვედევი – კიეველმა ნარკომანმა განაცხადა, რომ კრემლში უნდა იცოდნენ, სად არის თავშესაფარი, რათა დაიმალონ – რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის წინაშე თავშესაფარიც ვერ დაგეხმარებათ

კიეველმა ნარკომანმა განაცხადა, რომ კრემლში უნდა იცოდნენ, სად არის თავშესაფარი, რათა დაიმალონ – რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის წინაშე თავშესაფარიც ვერ დაგეხმარებათ, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის Axios-თან ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ თავშესაფრები დასჭირდებათ“.

„კიეველმა ნარკომანმა განაცხადა, რომ კრემლში უნდა იცოდნენ, სად არის თავშესაფარი, რათა დაიმალონ, როცა ის შორ მანძილზე მოქმედ ამერიკულ იარაღს გამოიყენებს. ამ საზარელმა ადამიანმა უნდა იცოდეს: რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის წინაშე თავშესაფარიც ვერ დაგეხმარებათ. ეს ამერიკელებსაც უნდა ახსოვდეთ“, – განაცხადა მედვედევმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ, თუ სად არის თავშესაფრები“.

„ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ დავბომბავთ, რადგან ტერორისტები არ ვართ. კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ სად არის თავშესაფრები. მათ ეს დასჭირდებათ. თუ ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...