ზაალ ანჯაფარიძე ზელენსკის განცხადებაზე: ეტყობა ვერა და ვერ მოინელა ბოღმა, იმის გამო რომ ომში ვერ შეგვითრია

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტ ზელენკის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, “საქართველოში ადამიანთა უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება მხოლოდ სუსტდება”.

ანჯაფარიძის განცხადებით, აშკარაა, რომ ზელენსკიმ ვერ მოინელა ის ფაქტი, რომ საქართველო ომში ვერ ჩაითრია.

“ამ ყველა გაგებით ლილიპუტმა საკუთარი ქვეყანა რომ თავზე ემხობა, საქართველოსთვის “მოიცალა.”
ეტყობა ვერა და ვერ მოინელა ბოღმა, იმის გამო რომ ომში ვერ შეგვითრია. როდესაც ჩვენს ერს და ქვეყანას, ასეთები ენას შეაჩვევენ, მათ გაეროს ტრიბუნიდანვე უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი, როგორც მინიმუმ. იმედია ჩვენი პრეზიდენტი ამას გააკეთებს.
საერთოდ, უკრაინელებმა, ვინც არ უნდა იყვნენ, პირში ვარდის წყალი გამოივლონ, როდესაც საქართველოზე საუბრობენ”,- წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...