თამარ ჩერგოლეიშვილი – პაატა ბურჭულაძე სააკაშვილისა და ხაზარაძის სიტუაციური „კუკლაა“ ერთობების ასარევად, ახლა დემოკრატიული ძალების ძალისხმევას აბიაბურებინებენ იმით, რომ 4 ოქტომბერს იჯადოქრებს

მეგობრებო, პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის და ხაზარაძის სიტუაციური „კუკლაა“ ისეთი ერთობების ასარევად, სადაც ბელადი და ფულის ტომარა ძალაუფლების წყარო/ყურადღების ცენტრში არ არიან. ასე არტყმევინეს წიხლები სალომე ზურაბიშვილზე, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, „ბურჭულაძე ოლიგარქიის წარღვნაში მოჰყვება და პოლიტიკიდან გაქრება ცუდი სიზმარივით“.

„ახლა დემოკრატიული ძალების ძალისხმევას აბიაბურებინებენ იმით, რომ 4 ოქტომბერს იჯადოქრებს (დავინახავთ, რეალურად რა შეუძლია ბატონ პაატას). ის საბჭოთა-მაფიოზური წარმოდგენების დელუზიური ბერიკაცია და მისი სერიოზულად მიღება მიმღებებზე მეტს ამბობს, ვიდრე თავად ბურჭულაძეზე. ერთადერთი, რის გარანტიასაც გაძლევთ ისაა, რომ ოლიგარქიის წარღვნაში მოჰყვება და პოლიტიკიდან გაქრება ცუდი სიზმარივით.

პ.ს. ტარიელ ონიანთან ტორღიალზე გამახსენდა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...