ზაალ ანჯაფარიძე- რადიკალური მედია სიხარულით ხტის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ მიიწვიეს ლუქსემბურგში დაგეგმილ რიგით შეხვედრაზე- ევროკავშირს გაცხადებული აქვს, რომ საქართველოსთან წყვეტს მაღალი დონის შეხვედრებს და ეს არმოწვევაც მათი ამ უგუნური პოლიტიკის გაგრძელებაა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განმარტავს, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. ანჯაფარიძის თქმით, „ევროკავშირს უკვე გაცხადებული აქვს, რომ საქართველოსთან წყვეტს მაღალი დონის შეხვედრებს და ეს არმოწვევაც მათი ამ უგუნური პოლიტიკის გაგრძელებაა“.

მისივე თქმით, რეალობა იმედია მიახვედრებთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში ასეთი ჩხვლეტები არაფერს მოუტანთ, ევროკავშირის მიმართ ჩვენი ხალხის გაუცხოების გარდა.

„ჯერ კიდევ შემორჩენილ უცხოურ გრანტებზე მჯდარი რადიკალური მედიას (იკითხე აგიტპროპი!) სიხარულით ხტის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ მიიწვიეს ლუქსემბურგში დაგეგმილ მორიგ რიგით შეხვედრაზე. ჯერ ერთი ეს ამბავი რომ უხარიათ, ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ უსამშობლოობას.

მეორე, ევროკავშირს უკვე გაცხადებული აქვს, რომ საქართველოსთან წყვეტს მაღალი დონის შეხვედრებს. და ეს არმოწვევაც მათი ამ უგუნური პოლიტიკის გაგრძელებაა.

რეალობა იმედია მიახვედრებთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში ასეთი ჩხვლეტები არაფერს მოუტანთ, ევროკავშირის მიმართ ჩვენი ხალხის გაუცხოების გარდა.“-წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...