ზურაბ ქადაგიძე: სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული “NGO”-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან

„სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული “NGO”-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან. სასამართლომ საჩივრის განხილვაც კი არ იკადრა – ეს არის სრული ფიასკო და სამართლებრივი გაკოტრება იმ NGO-ებისთვის, რომლებიც თავს „სამართლის მცველებად“ ასაღებენ – წერს „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ამიტომაც, უმტკივნეულოდ უნდა განდევნოს ეს ანომალიური მოვლენა პოლიტიკურ-სოციალური სივრციდან, რასაც უცხო ქვეყნის სპეც – სამსახურში მყოფი, თავსმოხვეული, პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი ჰქვია.

„სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული “NGO”-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან.

სასამართლომ საჩივრის განხილვაც კი არ იკადრა – ეს არის სრული ფიასკო და სამართლებრივი გაკოტრება იმ NGO-ებისთვის, რომლებიც თავს „სამართლის მცველებად“ ასაღებენ.

როცა შენი „საქმე“ ელემენტარულ ზღვარსაც ვერ გადის, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს: ტყუილზე, პოლიტიკურ დაკვეთასა და იაფფასიან პროპაგანდაზე ხარ აგებული. მხოლოდ გრანტებს და მფარველების ინტერესებს ემსახურები.

ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ამიტომაც, უმტკივნეულოდ უნდა განდევნოს ეს ანომალიური მოვლენა პოლიტიკურ-სოციალური სივრციდან, რასაც უცხო ქვეყნის სპეც – სამსახურში მყოფი, თავსმოხვეული, პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი ჰქვია!“ – წერს ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...