ირაკლი ზარქუა ბრიტანეთის სანქციებზე: ესენი არიან ევროპის ბიუროკრატია, რომლის ინტერესებშიც არის, რომ აქ თავიანთი აგენტურა დასვან ხელისუფლებაში და ამისთვის ყველაფერს კადრულობენ, ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს

გვახსოვს, რეზოლუციებში გვიწერდნენ რაღაც სიგიჟეებს, შემდეგ ჩამოვიდა აშშ-დან დელეგაცია, რომელმაც ვერ დააფიქსირა [საქართველოს მიერ სანქციების გვერდის ავლა] და თქვეს, რომ ეს უსაფუძვლო განცხადებები იყო. მორიგ მსგავს აქტთან გვაქვს საქმე, – განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებაზე საუბრისას.

მისი განცხადებით, საქართველოს მიმართ მსგავსი ბრალდებები ახალი არ არის, თუმცა, მთავარია, რომ ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტებს და წესრიგს იცავს, ხოლო ხელისუფლების არჩევანი – მშვიდობით და ღირსებით ევროპისკენ, კვლავ უცვლელია.

“ესენი არიან ევროპის გარკვეული ბიუროკრატია, რომლის ინტერესებშიც არის, რომ აქ გადატრიალება მოხდეს, თავიანთი აგენტურა დასვან ხელისუფლებაში და ამისთვის ყველაფერს კადრულობენ. მათ შორის, აშშ-ის კონგრესი იქნება თუ ბრიტანეთის თემთა პალატა, ყველგან არიან ლობისტური ორგანიზაციები, ვინც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან, მცდელობა აქვთ, გააშავონ ეს ქვეყანა და სიგიჟეები მოუგონონ. ჩვენთვის ეს არახალია, ბევრი გვინახავს. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს, საერთაშორისო წესრიგს. ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ქალბატონმა კალასმა, ჯერ თავის ქმარს აუკრძალოს რუსეთთან ვაჭრობა და მერე უკითხოს სხვას მორალი. ჩვენ ჩვენი არჩევანი გაკეთებული გვაქვს, ეს არის – მშვიდობით, ღირსებით ევროპისკენ – და ამას შევინარჩუნებთ,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...