დავით მათიკაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე: ეს არის იმ სამწუხარო პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდება უკრაინაში ომის პირობებში ჩვენი როლის თვალსაზრისით

Lსამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთი გამოირჩევა მსგავსი ქმედებებით, აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი, სამართლებრივად დაუსაბუთებელი ქმედებით – სანქციით, რომლის უკანაც რეალურად არაფერი დგას და აშკარად იკითხება ის სუბიექტური კვალი გლობალური ნეგატიური ძალებისა, რომელთა ცენტრად ამ ბოლო ჟამს ევროპის კონტინენტი გადაიქცა, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

დეპუტატი აცხადებს, რომ ეს ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან პირველი მსგავსი გადაწყვეტილება არ არის.

„ეს არის იმ სამწუხარო პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდება უკრაინაში ომის პირობებში ჩვენი როლის თვალსაზრისით“, – მიიჩნევს მათიკაშვილი.

ლონდონში მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში და აღნიშნეს, რომ საქართველოს არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...