საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მინისტრი მონაწილეობს გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება.
ფორუმის მთავარი თემაა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომელსაც მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერები განიხილავენ.
ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები, გაეროს, ინტერპოლისა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შორის.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და შალვა თადუმაძე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.