“ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატმა, კონსტანტინე ბუზალაძემ, ახალი საჭიდაო არენა გახსნა

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, კონსტანტინე ბუზალაძემ, სოფელ ზეღდულეთში ახალი საჭიდაო არენა გახსნა.

არენაზე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გურამ პაპიტაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართა.

“ტურნირი საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა, სადაც მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ.

ზეღდულეთის
საჭიდაო არენა მომავალში არაერთ ტურნირს უმასპინძლებს.

მომავალი თაობის სპორტში
კიდევ უფრო მეტად ჩართვის
მიზნით კი, ჩვენს მუნიციპალიტეტში სპორტული სივრცეების მოწყობა
მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა სპორტსმენს,” – წერს კონსტანტინე ბუზალაძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ზელენსკის ადმინისტრაციას ანტიკორუფციულ გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს და...

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო, Fox News-თან საუბრობს თანამდებობიდან მის გათავისუფლებასა და ანტიკორუფციულ უწყებებთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე. კრავჩენკო, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას ადანაშაულებს ქვეყნის ანტიკორუფციული...