გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ID ბარათის შეღავათიან ფასად გაცემის აქცია იწყება

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის მიმდინარე წლის 11 აგვისტოდან პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე (ID ბარათი) შეღავათიან ფასად გაცემის აქციას აცხადებს, რომელიც 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.

პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ:

• სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა;

• სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;

• მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;

• მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებაზე: ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება“ და „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ...