4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

თამარ ჩიბურდანიძე: სიამაყით ვივსებით, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენც სწორედ ისეთი ულამაზესი და განვითარებული დედაქალაქი გვაქვს, როგორიც ევროპულ სახელმწიფოებს და ეს უმთავრესად კახი კალაძის დამსახურებაა – გამარჯვებას ვუსურვებთ უალტერნატივო კანდიდატს!

თამარ ჩიბურდანიძე: სიამაყით ვივსებით, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენც სწორედ ისეთი ულამაზესი და განვითარებული დედაქალაქი გვაქვს, როგორიც ევროპულ სახელმწიფოებს და ეს უმთავრესად კახი კალაძის დამსახურებაა – გამარჯვებას ვუსურვებთ უალტერნატივო კანდიდატს!

„თვითმმართველობის არჩევნებს ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს – ის გამოარჩევს პიროვნებებს და მათ იმიჯზე დაყრდნობით იღებს მოსახლეობა გადაწყვეტილებას“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს სწორედ ისეთი ულამაზესი და განვითარებული დედაქალაქი აქვს, როგორიც ევროპულ სახელმწიფოებს და ეს უმთავრესად კახი კალაძის დამსახურებაა.

„თბილისი სპეციფიკური ქალაქია ეთნო-კულტურული თავისებურებებით და თუნდაც ამ მხრივ, ძალიან რთულია მისი მართვა. თბილისს კიდევ სხვა პოლიტიკა აქვს, რასაც უნდა ჩასწვდე – სიძველისა და სიახლის სინთეზი ყველაზე მეტად ამ ქალაქს სჭირდება. უნდა ხედავდე აშუღური თბილისის ქუჩებს და ამასთანავე, უნდა გესმოდეს თანამედროვეობის გულისცემაც.

ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში ყოფნისას სიამაყით ვივსებით, რადგან ჩვენც სწორედ ისეთი ულამაზესი და განვითარებული თბილისი გვაქვს და ეს უმთავრესად კახი კალაძის დამსახურებაა. თუკი ძველად გული გვწყდებოდა ბევრ რამეზე, დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სულ სხვა გაცდა აქვს, როდესაც სხვა ქვეყნის დედაქალაქს საკუთარს ადარებს. ეს თბილისი სულ სხვაა და კიდევ უფრო განვითარებული იქნება ახლო მომავალში.

წარმატებებს ვუსურვებთ თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატს – კახი კალაძემ ბევრი გააკეთა ჩვენი ქალაქისთვის და თბილისელები ამას აუცილებლად დაუფასებენ მოახლოებულ არჩევნებში კიდევ ერთხელ ნდობის გამოცხადებით“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.