31 ივლისი, ხუთშაბათი, 2025
31 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

ირაკლი ხელაძე: არ ვაპირებთ ვაჭრობაში შესვლას საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ. რა შანტაჟი, რა პირობაც არ უნდა წამოგვიყენონ, აუცილებლად გავაგრძელებთ ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას

არ ვაპირებთ ვაჭრობაში შესვლას საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ. რა შანტაჟი, რა პირობაც არ უნდა წამოგვიყენონ, აუცილებლად გავაგრძელებთ ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას, – ასე ეხმაურება „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლას, სადაც პაპუაშვილმა უცხოეთიდან ჩარევაზე ისაუბრა.

წამყვანმა ჰკითხა, რა იქნება გარდამტეხი ფაქტორი, რომ შეწყდეს ქვეყნის საქმეებში ჩარევა და გამჭვირვალობა დასავლეთის მხრიდან ნეგატიურად არ შეფასდეს.

„საქართველოსთან მიმართებაში დღეს ვხედავთ იმ არასამართლიან ორმაგ სტანდარტს საქართველოსთან მიმართებაში. ჩარევის მცდელობის პრობლემა მთელს მსოფლიოშია და მათ შორის საქართველოში და იმდენად, რომ ჩვენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც უნდა საუბრობდეს მიღწევებზე, რეფორმებზე, რომლებიც გვაახლოებს ევროკავშირთან, იწყებს საუბარს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე [ჟენევაში] არასამართლიან მიდგომებზე და ჩარევებზე. აქ ხომ არ იგულისხმება ზედაპირული ჩარევები?! ეს ყველაფერი მიზანმიმართულია იმაზე, რომ რიგ ქვეყნებში, სადაც გარკვეული ძალების ინტერესები ვერ ტარდება, დამაზიანებელი პროცესები განვითარდეს, მოხდეს ხელისუფლებების დამხობა, რევოლუციები. რამ შეიძლება ეს რეალობა შეცვალოს არის ის, რომ შეიცვალოს მათი მიდგომები დამოკიდებულებები. ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან აზრი არ აქვს ვაჭრობას იმ საკითხებზე, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. არ ვაპირებთ ვაჭრობაში შესვლას საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ. რა შანტაჟი, რა პირობაც არ უნდა წამოგვიყენონ, აუცილებლად გავაგრძელებთ ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას“, – აღნიშნა ხელაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები