31 ივლისი, ხუთშაბათი, 2025
31 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

დავით ქართველიშვილი: მაგარი ბიზნესია შიგ-ევროპელებში – ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის ფაზენდას აქირავებს ოკუპანტ რუსებზე, ჭიჭე ვაშაძე – საკუთარ ბინას, ხოლო ნაცების პოლიტსაბჭოს წევრ ლ.ც-ს ირანელები შემოჰყავს საქართველოში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ახლა კი, ყველაზე მთავარს ველოდებით – ვინაიდან ლ.ც.-ს მხრიდან ეს არ იყო ერთჯერადი სერვისი (გამორიცხულია!) – ველოდებით მისი “პაძელნიკების” მხილებას შესაბამის საჯარო სექტორში“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ არალეგალურ საქმიანობაში ლ.ც-ს პარტნიორების პოლიტიკურ განწყობებში ეჭვი არ ეპარება და სავარაუდოდ ისინიც ნაციონალური მოძრაობის წევრები ან მხარდამჭერები იქნებიან.

დავით ქართველიშვილის თქმით, ერთადერთი რაც ლ.ც-ს არალეგალურ საქმიანობაში დასავლურია – მომსახურების ღირებულებაა.

„მაგარი ბიზნესია შიგ-ევროპელებში: ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის ფაზენდას აქირავებს ოკუპანტ რუსებზე, ჭიჭე ვაშაძე მათზე – საკუთარ ბინას, ხოლო ნაცების პოლიტსაბჭოს წევრ ლ.ც-ს ირანელები შემოჰყავს საქართველოში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე. ერთადერთი, რას “დასავლურია” ამ სქემაში – ფასია: 5950 დოლარი, რაღაც “999 დოლარის” ანალოგი. აბა, თლა “რუსეთუმე ღორები” კი არ არიან – 6 ათასი მოსთხოვონ. ახლა კი, ყველაზე მთავარს ველოდებით – ვინაიდან ლ.ც.-ს მხრიდან ეს არ იყო ერთჯერადი სერვისი (გამორიცხულია!) – ველოდებით მისი “პაძელნიკების” მხილებას შესაბამის საჯარო სექტორში. მათ პარტიულ მიკუთვნილობაშიც ეჭვი არ მეპარება – გავსებულია სამსახურები ნაცებით და “ე.ნ.მ.”-ს პოლიტსაბჭოს წევრი მხოლოდ თავისიანთან დაიჭერდა საქმეს,“- წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები