31 ივლისი, ხუთშაბათი, 2025
31 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

დავით ქართველიშვილი: არაა გამორიცხული ჯო უილსონი ისეთივე შეურაცხადის როლს ასრულებს, რა ტიპის “დემენციაც” ჰქონდა მის ადგილობრივ პროტეჟეს – არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, ის უბრალოდ რეალური იდიოტია…

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჯო უილსონის განცხადებას „ანტიამერიკული „ოცნება“ ისევ პატივს მიაგებს კომუნისტურ ჩინეთს და „მისაბაძ ზესახელმწიფოდ“ მოიხსენიებს“ სოციალური ქსელით ეხმიანება.

ექსპერტი არ გამორიცხავს ჯო უილსონი ისეთივე შეურაცხადის როლს ასრულებს, რა ტიპის “დემენციაც” ჰქონდა სააკაშვილს ან ის უბრალოდ იდიოტია.

„კომუნისტური ჩინეთი საკმაოდ მისაბაძი გახდა წელს ბრიუსელისთვის, სადაც 24 ივლისს, პეკინში ჩატარდა ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი, რომელსაც დაესწრო უმაღლესი დონის დელეგაცია: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, რომლებიც საკუთარი ინიციატივით შეხვდნენ სი ძინ პინს. ჩინეთის ლიდერმა მოუწოდა თავის სტუმრებს „ღრმა თანამშრომლობისა და ურთიერთნდობისკენ“ და ევროპასთან ურთიერთობები „სტრატეგიულად მნიშვნელოვანად“ შეაფასა.

მანამდე 2025 წლის აპრილში კომუნისტურ ჩინეთს ეწვია ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ოფიციალური ვიზიტით, რასაც მოჰყვა დადებითი შეფასებები და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. სი ძინ პინმა და სანჩესმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს მეცნიერების, სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროებში. ჩინეთის ლიდერმა ევროპასთან ურთიერთობები კვლავ „გლობალური სტაბილურობისთვის გადამწყვეტად“ შეაფასა.
გარდა ამისა, 2025 წლის ივნისში დონალდ ტრამპმა კომუნისტური ჩინეთის პრეზიდენტთან გამართა სატელეფონო საუბარი, რომელიც დადებითად შეაფასა და მიიღო მოწვევა ჩინეთში ვიზიტზე, თუმცა შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა (შეიძლება სექტემბერში შედგეს). მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტები ჩინეთში არ დაფიქსირებულა – ეკონომიკური მოლაპარაკებები კომუნისტურ ჩინეთთან მიმდინარეობდა სტოკჰოლმსა და ჟენევაში.

არაა გამორიცხული, რომ ჯო უილსონი ისეთივე შეურაცხადის როლს ასრულებს, რა ტიპის “დემენციაც” ჰქონდა მის ადგილობრივ პროტეჟეს. ანუ, სერიოზულად ვაფრენო და ჩემს მკურნალობას ყოველ მსგავს სისულელეზე 1000 დოლარი აღარ ჰყოფნის და ტარიფი გამიზარდეთო. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, რომ ის უბრალოდ რეალური იდიოტია…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები