ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დირექტივის შეუსრულებლობის გამო პოლონეთისა და კიდევ 18 ქვეყნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
დირექტივის შესრულების ვადა 2025 წლის 20 მაისს ამოიწურა. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლონეთის გარდა სანქციების აღსრულების პირობებს არღვევენ: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი და სლოვენია.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები არ შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, ევროკომისია საქმეს ევროკავშირის სასამართლოში გადაამისამართებს.








