მარკო რუბიო – ემანუელ მაკრონის უგუნური გადაწყვეტილება, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს, 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა

მარკო რუბიო – ემანუელ მაკრონის უგუნური გადაწყვეტილება, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს, 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმას, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფო აღიაროს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა“, – აცხადებს რუბიო.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: განსხვავება ჩვენსა და სხვა არაკონსტიტუციურ პარტიებს შორის ის არის,...

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ევა გოცირიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ისაუბრა იმის შესახებ, უნდა შეერაცხოს თუ არა გიორგი...