მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“ სექტემბერში გაეროში სიტყვით გამოსვლისას.

„სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ამას საზეიმოდ გამოვაცხადებ. დღეს გადაუდებელი აუცილებლობაა, შეწყდეს ომი ღაზაში და დავეხმაროთ მშვიდობიან მოსახლეობას. მშვიდობა შესაძლებელია“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

„საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და მასიური ჰუმანიტარული დახმარება ღაზის მოსახლეობისთვის. ასევე აუცილებელია „ჰამასის“ დემილიტარიზაციის უზრუნველყოფა. საჭიროა პალესტინის სახელმწიფოს მშენებლობა, მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და იმის დაშვება, რომ დემილიტარიზაციის მიღებით და ისრაელის სრული აღიარებით, მან მონაწილეობა მიიღოს ახლო აღმოსავლეთში ყველას უსაფრთხოებაში. ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: განსხვავება ჩვენსა და სხვა არაკონსტიტუციურ პარტიებს შორის ის არის,...

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ევა გოცირიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ისაუბრა იმის შესახებ, უნდა შეერაცხოს თუ არა გიორგი...