4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ნეთანიაჰუმ მკაცრად დაგმო მაკრონის გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით.

ისრაელის პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ ეს „ტერორის დაჯილდოებაა და ირანის კიდევ ერთი მარიონეტის შექმნის რისკს შეიცავს, ისევე როგორც ეს ღაზას შემთხვევაში მოხდა. პალესტინის სახელმწიფო ამ პირობებში იქნება საწყისი წერტილი ისრაელის გასანადგურებლად – და არა მის გვერდით მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“.

„მოდით, ნათლად ვთქვათ: პალესტინელები არ ცდილობენ სახელმწიფოს შექმნას ისრაელის გვერდით; ისინი ცდილობენ სახელმწიფოს შექმნას ისრაელის ნაცვლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“ სექტემბერში გაეროში სიტყვით გამოსვლისას.

„სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ამას საზეიმოდ გამოვაცხადებ. დღეს გადაუდებელი აუცილებლობაა, შეწყდეს ომი ღაზაში და დავეხმაროთ მშვიდობიან მოსახლეობას. მშვიდობა შესაძლებელია“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები