მოლდოვაში გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 0,1% შეადგინა, ხოლო „აბსოლუტური სიღარიბის“ მაჩვენებელი იმავე პერიოდში 31,6%-დან 33,6%-იან ნიშნულამდე გაიზარდა. ინფორმაციას მოლდოვური მედია ქვეყნის სტატისტიკის ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მშპ-ის ყველაზე მაღალი ზრდა მოლდოვაში 2021 წელს დაფიქსირდა. მაშინ ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 14% გაიზარდა. უკრაინაში ომის დაწყების წელს მოლდოვის ეკონომიკის მაჩვენებელმა -5% შეადგინა. 2023 წელს მშპ 1,2% გაიზარდა.
რაც შეეხება სიღარიბეს, როგორც მედია იუწყება, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“ მოვიდა, 2021 წელს მაჩვენებელი 24,5% შეადგენდა. 2024 წლისთვის სიღარიბე გაიზარდა და 33,6% შეადგინა. სიტუაცია უფრო რთულადაა სასოფლო დასახლებებში. იქ სიღარიბის მაჩვენებელი 42% აღწევს.