იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადაეცა, რომელიც თერაპიულ, ნევროლოგიურ და კარდიოლოგიურ მიმართულებებს მოიცავს.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებული დავით ვერავა, მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორთან ერთად იმყოფებოდა. მათ, იაპონიის ელჩის მოადგილე – გოსუკე ჰორიგუჩსთან ერთად, კლინიკის სხვადასხვა განყოფილება და გადაცემული აპარატურა დაათვალიერეს.
შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, იაპონიის საელჩოს მადლობა გადაუხადა რეგიონული საავადმყოფოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა კლინიკის მნიშვნელობას, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთში, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდების კუთხით. დავით ვერავამ მადლობა გადაუხადა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს, გაწეული მუშაობის და პროფესიონალიზმისთვის.















