4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

რეგიონული განვითარების მინისტრმა გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრები გამართა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა.

მინისტრმა მუნიციპალიტეტებში განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, რეგიონში ამჟამად მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები და არსებული გამოწვევები.

შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების და შესაბამისი ზედამხედველობის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.