ფოთში ნიჩნოსნობა რეგატა კანოე- კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში გაიმართა

ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა კანოე- კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში გაიმართა.

შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის – ფოთის, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის, წყალტუბოს, მცხეთის და აბაშის ნიჩბოსნობის ნაკრები გუნდების 110 სპორტსმენი ასპარეზობდა.

ფოთელმა სპორტსმენებმა კანოეს ნიჩბოსნობაში მოიპოვეს 15 პირველი, 4 მეორე და 2 მესამე ადგილი, ხოლო აკადემიურ ნიჩბოსნობაში 5 პირველი, 1 მეორე და 2 მესამე ადგილი.

ვიქტორ კრატასიუკის სახელობის თასი გადაეცა ფოთელ სპორტსმენს, სანდრო ჭოჭუას.

ვიქტორ კრატასიუკი მიუნხენის XX ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, რომლის სახელობის ტურნირი ფოთში ყოველწლიურად ტარდება.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა სპორტმენს და მათ მწვრთნელებს მიღწეულ წარმატებებს და შემდგომ გამარჯვებებს უსურვებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური...

ხელმოცარულ ოპოზიციურ სპექტრს დაკარგული აქვს პოლიტიკური საყრდენი ქვეყნის შიგნით, ისინი ქართველი ხალხს კი არ ესაუბრებიან, არამედ ისევ გარე ძალების დახმარებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას...