4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი სოფელ ობუჯში გზისა და ხიდის მდგომარეობას გაეცნენ

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ირაკლი ზარქუასთან, ილია ინჯიასთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული გზა არაერთი დასახლების მთავარი სატრანსპორტო მარშრუტია.

14-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 7-კილომეტრს, ხოლო დარჩენილი 7-კილომეტრი დაზიანებულია, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ გადაადგილებას.

გზის სრულყოფილი რეაბილიტაციის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. პროექტირების დასრულებისთანავე დაიწყება დარჩენილი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.

მინისტრი, ასევე, გაეცნო სოფლების – ჯაღირასა და ობუჯის დამაკავშირებელი ხიდის მდგომარეობას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.