4 ივლისი, პარასკევი, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

,,ბილეთი უკანასკნელი წარმოდგენისთვის” – ზუგდიდის თეატრი მაყურებლის წინაშე პრემიერით წარდგა [ფოტო]

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებლის წინაშე სეზონის ბოლო პრემიერით წარდგა. ,,ბილეთი უკანასკნელი წარმოდგენისთვის” ასე ჰქვია რეჟისორ გიორგი კაშიას დადგმულ სპექტაკლს, რომლის საპრემიერო ჩვენება 30 ივნისსაც გაიმართება.

მოქმედება სოფლის პატარა თეატრში ხდება, რომელსაც ყოფითი პრობლემები აქვს. თეატრით ინვესტორი ინტერესდება. დასი ცდილობს გადაარჩინოს თეატრი და არ მოხდეს მისი დანგრევა. საბოლოოდ თეატრი ინვესტორის იდეას ემსხვერპლება. პერსონაჟები ეძებენ გამოსავალს რათა არ მოკვდეს თეატრალური ცხოვრება.

სპექტაკლის მხატვარი – ანანო დოლიძეა, კომპოზიტორი – ბეგი ნიკოლეიშვილი.

სპექტაკლსი მონაწილეობენ მსახიობები: დათო ჩოგოვაძე, ირაკლი სამუშია, კობა მატკავა, მერაბ კაკალია, მარინა დარასელია, ანა ბერელაშვილი, გიგა აბულაძე, რეზო ჯოჯუა, ნანა ბუკია, მზეკო ჩარგაზია, ზურაბ ლაშხია, ლევან მამასახლისი, ნოდარ მელაძე, ლევან გოგოხია, ლანა ფიფია, სალომე ბუღაძე, ანდრო შამუგია, სანდრო ჩიხლაძე, გიორგი ქობალია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები