სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჩიქობავოში ხორციელდება არნოლდ ჩიქობავას სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 24 582 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია პირველ მოადგილე ბადრი ქუთელიასთან ერთად გაეცნო.
სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დასრულებულია ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ციზეთსა და სასერგიოს უბანში, ეკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საადამიოში.
დასრულების ეტაპზეა არსენას, ქუთაისის და ჩხეტიას ქუჩებზე, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გახომელას ლეგაგუეს უბანში, ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ამასთან, დასრულების ეტაპზეა ჭავჭავაძის ქუჩის №33-სა და №35-ში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, სამტრედიის ქუჩის №12-ის პირველი და მეორე კორპუსების, რუსთაველის ქუჩის №116-ში არსებული მრავალბინიანი კორპუსის, ყოფილ სამხედრო ქალაქში, №194-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის, სოფელ ძველ სენაკში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, ქალაქის სასპორტო სკოლის, ნოსირის საბავშვო ბაღისა და ახალსოფლის ადმინისტრაციული შენობის გადახურვის სამუშაოებიც.

