მიხეილ სააკაშვი და მისი გუნდი პოლიტიკურ ასპარეზეე იგორ ივანოვმა შემოაცილია – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია ავრცელებს:
,,სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი საიდან იღებს ფესვებს, მარტო ეს ფაქტია საკმარისი მაგის დასტურად. იგორ ივანოვმა შემოაცილა ქართულ პოლიტიკაში, შემდგომში კიდევ ასლან აბაშიძის მისთვის გზიდან ჩამოცილებაშიც სწორედ იგორ ივანოვმა ითამაშა გადამწყვეტი და მთავარი როლი. თავისთავად ცხადია, პუტინის პირადი მითითებით. რუსებმა მოათრიეს თავიდან ფეხებამდე ეს პოლიტიკური ძალა საქართველოში. ორივე იანუგურაციაზე, ჯერ იყო იგორ ივანოვი დელეგაციის მეთაური რუსეთიდან და მერე უკვე სერგეი ლავროვი. ეს უტიფარი ხალხი, აბრალებს ქართულ ოცნებას პრორუსულობას, თავიდან ბოლომდე რუსები, თავიანთი მგიმოში გამოჭედილი კადრებით, რუსული პასპორტებით ჯიბეებში და ა.შ. არცერთ სახელმწიფოს არ უკადრია რუსებთან მაგ დონის კოლაბორაცია, რასაც სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი კადრულობდა თუნდაც, ჩრდილო კავკასიელებთან მიმართებაში. ეს არის ფაქტი და ძალიან ბევრი რამე ვიცი ამ ყველაფრის შესახებ. ხმას მაინც ნუ იღებთ, ოდნავ ნამუსი თუ შეგრჩენიათ, არქივი არის და ყველაფერი საბედნიეროდ შენახულია” წერს გამსახურდია.