ქალაქ წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს.
მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გიორგი გუგუჩიამ, მოადგილე ნუკრი ხასიამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ, დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ, და კონტრაქტორი კომპანიის ამხანაგობა ,, ინვესტ გრუპი”-ის წარმოომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.
სამუშაოების ფარგლებში აშენდება: წყლის გამწმენდი ნაგებობა, წყლის სათავე ნაგებობები, რეზერვუარი. მოეწყობა 60 კმ წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილებს.
პროექტზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 25 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. 2025 წლის ბოლოსთვის 3 650 -მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
![ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]](https://mkhare.ge/wp-content/uploads/2026/06/gvaramia-324x160.png)








