29 ივნისი, კვირა, 2025
29 ივნისი, კვირა, 2025

გუბერნატორი ზუგდიდის მერი სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რწმუნებულებს შეხვდნენ. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს:

„სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრაზე მოისმინა საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების შესახებ ინფორმაცია, ასევე შეეხნენ თხილის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერების აგროქულებით სარგებლობის საკითხს.

გიორგი გუგუჩიამ ასევე მოისმინა დეტალური ინფორმაცია სოფლებში არსებულ სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით. სახელმწიფო რწმუნებული მსგავსი ხასიათის შეხვედრებს ყველა მუნიციპალუტეტში გეგმავს“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები