28 ივნისი, შაბათი, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

31 მაისს ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარის და მოადგილეების იმპიჩმენტის საკითხი განიხილება

31 მაიის, ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ინიცირებით საკრებულოს თავმჯდომარის გიგა ფარულავას, მისი მოადგილეებისა და საკრებულოს კომისიის წევრების თანამდებობებიდან გადაყენების საკითხი განიხილება.

გიგა ფარულავა გიორგი გახარიას პარტიის წევრია, მისი პირველი მოადგილე მალხაზ თოროა ასევე გახარიას პარტიას წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი ორი მოადგილე კახა ჩანგელია და თეიმურაზ ბასილაია პარტია ,,ახალი” წევრები არიან, თუმცა მანამდე ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ.

,,სხდომის დღის წესრიგის:

  1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიგა ფარულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
  2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მალხაზ თორიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
  3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თეიმურაზ ბასილაიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
  4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კახაბერ ჩანგელიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
  5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი სორდიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
  6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მარიამ ახალაის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
  7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მაია გაწერელიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
  8. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბესიკ გაბუნიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
  9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბელა მოსიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ” – ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები