4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

17 მაისის, 13 საათზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში მსვლელობა გაიმართება

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს,

„17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის ლოცვა-კურთხევით, ქ.ზუგდიდში გაიმართება სადღესასწაულო მსვლელობა. 13:00-საათზე ვლაქერნის (დადიანების) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძართან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი გაემართება ზუგდიდის მთავარ მოედანთან აღმართულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მოზაიკურ ნიშამდე, სადაც აღევლინება სამშვიდობო პარაკლისი.

მკვდრეთით აღდგომილმან ჭეშმარიტმან ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან დალოცოს, ქრისტიანული ოჯახის ღირებულებების დამცველები და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“ – წერია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.