28 ივნისი, შაბათი, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

ფოთის მერი: „ქალაქის იერსახის მოწესრიგება და გალამაზება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ზრუნვას აქტიურად ვაგრძელებთ“

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო.

პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება 9 აპრილის ხეივანი N 4, N 6 და თამარ მეფის N 52 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები. პარალელურად, მიმდინარეობს სხვა საცხოვრებელი კორპუსების ფასადების პროექტირება და წლის ბოლომდე, ქალაქის ყველა უბანში შესაბამისი სამუშაოების განხორციელება იგეგმება.

მიმდინარე სამუშაო პროცესი ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„ქალაქის იერსახის მოწესრიგება და გალამაზება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ზრუნვას აქტიურად ვაგრძელებთ-განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები