1 ივლისი, სამშაბათი, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა გაათავისუფლეს – სასამართლო 13 მაისს ჩაინიშნა

პარტია ,,ახალის” წევრის მაია კალანდიას და ,,დროას” აქტივისტის მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი გადაიდო. დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ და მომდევნო სხდომა 13 მაისს ჩაინიშნა.

არც ერთი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებენ, რომ პოლიციამ მათზე განახორციელა ძალადობა და უკანონოდ იმ დროს დააკავეს, როცა პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდნენ. მათივე თქმით, ძალოვანი უწყებები ასრულებენ მთავრობის პირდაპირ დავალებას და როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში სდევნიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს.

ცნობისთვის, მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა პოლიციამ წუხელ ზუგდიდის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავა. გამოძიება მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. გამოძიება მიმდინსრეობს ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები