1 ივლისი, სამშაბათი, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

წალენჯიხის მერი მოადგილეებთან ერთად თბილისში აქციიებს შეუერთდება

წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა მოადგილეებთან და “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ აქტივთან ერთად, თბილისში მიმდინარე აქციებს უერთდება. დედაქალქში გამგზავრებამდე მან ბრიფინგი ზუგდიდში გამართა, სადაც მოსახლეობას მობილიზაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დღეს დედაქალაქში წყდება ქვეყნის მომავალი.

,,საქართველოს ხელისუფლებამ იძალადა საკუთარ მოსახლეობაზე, ახალგაზრდობაზე. უღალატა საქართველოს მომავალს და მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს ვისთვისაც ძვირფასია საკუთარი სამშობლო და ღირსეული ცხოვრება ამ ქვეყანაში, დედაქალაქი დგას, დედაქალაქი იბრძვის, დედაქალაქი არ ნებდება და ახლა, ყოველი ჩვენთაგანის ვალია, რეგიონების ვალია, შევეშველოთ, ჩავანაცვლოთ, შევავსოსთ მათი რიგები”,- განაცხადა გია ხარჩილავამ.

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებს სამეგრელოდან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სამოქალქო აქტივისტები შეუერთდებიან. ისინი სხვადასხვა ლოკაციიდან დღის პირველ ნახევარში დედაქალაქისკენ გამგზავრებიან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები