4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

აგვისტოს ომში დაღუპული ჩხოროწყუელი კობა წურწუმია დღეს 40 წლის გახდებოდა

23 აპრილი  2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის – კობა წურწუმიას დაბადების დღეა. მას  დღეს 40  წელი შეუსრულდებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  კობა წურწუმიას  საფლავი  ყვევილებით  შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს ,საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. ის  მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები