4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გიორგი გუგუჩია სამხრეთ კორეის ელჩს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს კიმ ტონგ ოპს შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები. ხაზი გაესვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალს და კორეელი ინვესტორების დაინტერესებას რეგიონით,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები