ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ჰორმონალურ თერაპიასა და ქირურგიულ ჩარევას აკრძალავს.
წარმომადგენელთა პალატის წევრის, „რესპუბლიკელი“ მარჯორი ტეილორ გრინის ინიციირებული აქტი „ბავშვთა უდანაშაულობის დაცვის შესახებ“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მსგავსი პროცედურების დაფინანსებას და სამედიცინო დაწესებულებების მიერ არასრულწლოვანთათვის ასეთი მკურნალობის ჩატარებას შეზღუდავს.
კანონპროექტი კრძალავს ბავშვებისთვის სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებისა და სქესობრივი ჰორმონების მიღებას და სასქესო ორგანოების ოპერაციებს.