ტრამპი სამხედრო აღლუმზე შესაძლო პროტესტზე: ძალიან ძლიერ ძალას წააწყდებიან – ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა სძულთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შაბათს სამხედრო აღლუმზე პოტენციურ მომიტინგეებს ძალის გამოყენებით დაუპირისპირდებიან.

„ის ადამიანები, ვისაც პროტესტის გამოხატვა სურს [სამხედრო აღლუმზე], ძალიან ძლიერ ძალას წააწყდებიან. და მე პროტესტის შესახებ არც კი გამიგია. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა სძულთ, მაგრამ მათ ძალიან ძლიერი ძალით შეხვდებიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თეთრი სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის გარშემო უკვე დიდი ღობეებია აღმართული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

“ქართული ოცნების” დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება – ნიკოლოზ სამხარაძის...

"ქართული ოცნების" დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაციამ გადაინაცვლა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში. აღნიშნული ქალაქი და...