11 ივნისი, ოთხშაბათი, 2025
11 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში სროლა მოხდა – არის მსხვერპლი

ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში სროლა მოხდა, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ გრაცში მდებარე Dreierschützengasse-ის სკოლაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

ადგილობრივი გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.

თვითმხილველების განცხადებით, 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს.

ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORF-ი აცხადებს, რომ თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

შემთხვევის ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები