11 ივნისი, ოთხშაბათი, 2025
11 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

იმ შემთხვევაში თუ პატრონი ძაღლს ქუჩაში გააგდებს, იქნება ძალიან მაღალი სანქცია“ – პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით დღეს განიხილავენ

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტის მიზანია ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისათვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნა, შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, ეს არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი მართვის სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა პატრონიანი ძაღლი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ სისტემაში და ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი ხვდება თავისი ცხოვრების ციკლის განმავლობაში, ვალდებული იქნება, რომ გადაამოწმოს და ისე მომსახურება არ გაუწიოს პატრონს, თუ ძაღლი არ არის დარეგისტრირებული ბაზაში.

„ეს არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ სამომავლოდ პრევენციული ღონისძიებები გატარდეს და პატრონმა ძაღლი ქუჩაში არ გააგდოს. იმ შემთხვევაში თუ პატრონი ძაღლს ქუჩაში გააგდებს, იქნება ძალიან მაღალი სანქცია. საბოლოო ჯამში, პროცესი იქნება ძალიან რთული, გამოწვევებით სავსე, თუმცა ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ შევაჩეროთ უკონტროლო გამრავლება. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, რომ აიკრძალება ძაღლების გამრავლება უკონტროლო გზით“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები