13 ივნისი, პარასკევი, 2025
13 ივნისი, პარასკევი, 2025

ტრამპი ლოს-ანჯელესის მოვლენებზე: თუ ეროვნული გვარდიის წევრებს შეაფურთხებენ, დავარტყამთ და გპირდებით, რომ ისე ძლიერად დავარტყამთ, როგორც არასდროს – ასეთ უპატივცემულობას არ მოვითმენთ!

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ლოს-ანჯელესში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„თუ შეაფურთხებენ, დავარტყამთ.“ ეს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება კატასტროფულ, გევინ ნიუსომის მიერ წაქეზებულ არეულობასთან დაკავშირებით, რომელიც ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს. აჯანყებულებს აქვთ მიდრეკილება, რომ სახეში შეაფურთხონ ეროვნული გვარდიის წევრებს და სხვებს. ამ პატრიოტებს ეუბნებიან, რომ შეეგუონ ამას, რადგან „ცხოვრება ასეთია“. მაგრამ არა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. თუ შეაფურთხებენ, დავარტყამთ და გპირდებით, რომ ისე ძლიერად დავარტყამთ, როგორც არასდროს. ასეთ უპატივცემულობას არ მოვითმენთ!“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ლოს-ანჯელესში არეულობა გრძელდება. ათასობით ადამიანი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გასაკრიტიკებლად შაბათს ქუჩებში გამოვიდა.

მოგვიანებით მიტინგი პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ტრამპმა კვირას ქალაქში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა, რამაც მომიტინგეებში უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები