ებრაელმა სამხედროებმა დააკავეს გემი, რომლის ბორტზე შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტურნბერგი იმყოფებოდა და ღაზის სექტორში მიცურავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს სახელწოდებით Madleen, რომლის მფლობელი პროპალესტინური „თავისუფლების ფლოტილიაა“, ღაზაში სიმბოლური ჰუმანიტარული დახმარება უნდა ჩაეტანა და ამით საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება სექტორში არსებული ჰუმანიტარული კრიზისისთვის მიეპყრო.
გემი გვიან ღამით დააკავეს მანამ, სანამ ის ღაზის სანაპიროს მიუახლოვდებოდა. მოგვიანებით ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ გემი ისრაელის კონტროლის ქვეშაა. როგორც ისრაელის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, გემი ისრაელის სანაპიროს უახლოვდება. სავარაუდოდ, ეკიპაჟის ყველა წევრი უკან სახლში დაბრუნდება.
ბორზე მყოფი ყველა მგზავრი უვნებელია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება. „მათ მისცეს სენდვიჩები და წყალი. შოუ დასრულებულია“, – დაწერა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ტურნბერგის გარდა გემის ბორტზე ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანი იყო.