სპორტის მინისტრი UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ნიუარკში UFC 316-ის ღონისძიების ფარგლებში UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს შეხვდა.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და დანა უაითს საქართველოში UFC-ის ღონისძიების მასპინძლობა შესთავაზა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიების საქართველოში ჩასატარებლად მოლაპარაკებები და შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებზე. შალვა გოგოლაძემ დანა უაითს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ და UFC-ის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

დანა უაითთან შეხვედრას ესწრებოდნენ UFC-ის მრავალწლიანი პარტნიორის – კომპანია SPRIBE-ს წარმომადგენლები, რომლის დამფუძნებლის, დავით ნატროშვილის ორგანიზებით შედგა შეხვედრა UFC-ის პრეზიდენტთან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ მიქელაძე მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზაშვილზე თავდასხმაზე: ჩემი მხარდაჭერა მერაბს...

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და მის თანმხლებ პირზე, საბა ლაზიშვილზე, თავდასხმას ეხმაურება. დეპუტატი მხარდაჭერას უცხადებს მერაბ დვალიშვილსა და საბა...